четверг, 20 июля 2017 г.

დღე მეცხრე

აი. უკვე დამთავრდა ჩვენი ტრენინგ-კურსი,რაზეც ძალიან დამწყდა გული,რადგან  ყოველი დღე ძალიან საინტერესო იყო.ბოლო დღეს ყველა მონაწილე პედაგოგმა წარმოადგინა საკუთარი ნაშრომი,რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია თითოეული ჩვენთაგანში.იდეა ბევრია,მრავალფეროვანი.იმედი მაქვს კიდევ მეტი იდეები გაჩნდება და სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად გამოვიყენებთ.დიდი მადლობა ბატონო დავით ყველაფრისთვის. 

понедельник, 17 июля 2017 г.

დღე მერვე

დღეს ვისაუბრეთ როგორ უნდა წარმოვადგინოთ საშინაო დავალებები პრეზენტაციის დღეს.შევეხეთ აპლიკაციების გამოყენებას.საინტერესოა yotube.com-დან ნებისმიერი თემატიკის გადმოწერა,ტექსტის თარგმნა.მადლობა დღევანდელი დღისთვის.

четверг, 13 июля 2017 г.

დღე მეშვიდე

დღეს უამრავი რამ შევისწავლეთ:შეფასების ფორმები და მათზე მუშაობა,სურათების ჩასმა ან ვიდეოს ჩასმა ბლოგზე,როგორ მივაბა ბლოგს ჩემი საქაღალდე.ძალიან საინტერესო იყო ,მადლობთ დღევანდელი დღისთვის.

вторник, 11 июля 2017 г.

დღე მეექვსე

დღევანდელი დღე მეტად საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის.გავეცანით რუკებს,საიდანაც შეგვიძლია ვინახულოთ დედამიწის ნებისმიერი წერტილი,გავარჩიეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი,რომლის მიხედვით გავაკეთეთ სავარჯიშოები.ვისწავლეთ როგორ გავაზიაროთ საკუთარი საქაღალდე.მადლობა დღევანდელი დღისთვის.

суббота, 8 июля 2017 г.

დღე მეხუთე


დღევანდელი დღე რთული იყო ჩემთვის.დავალებების ნუსხის რაოდენობა გაიზარდა.დღეს შევისწავლეთ ბლოგში კომენტარის გაკეთება,გავეცანით საავტორო უფლებების დაცვას,პრეზენტაცია,ბლოში ფერის შეცვლა.

пятница, 7 июля 2017 г.

დღე მეოთხე

დღეს შევისწავლე დრაივში მუშაობა.ტექსტების შეტანა ,კითხვარი,გაგზავნა.აგრეთვე ჯგუფში სამუშაო.მადლობა

суббота, 1 июля 2017 г.

დღე მესამე

დღეს შევისწავლე სიგელის,ბროშურის,მოსაწვევი ბარათის კეთება.საინტერესოა ყველაფერი.მომწონს.მადლობთ.